ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 22 860-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს „ბიბისი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი 1 397-ით გაიზარდა და ჯამში 93 061 შეადგინა.
აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობით. ქვეყანაში სულ დაფიქსირდა „კოვიდ-19“-ის 1 551 095 შემთხვევა.
შეგახსენებთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, ექიმ რობერტ რედფილდის განცხადებით, აშშ მაქსიმალურად უნდა იყოს მზად კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის.