აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 500 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 296 ადამიანი
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 19 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით გარდაიცვალა 296 ადამიანი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის მხრივ ამერიკა მსოფლიოში პირველ ადგილზეა. „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 2 094 058 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 115 732 ადამიანი.