აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 534 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 476 ადამიანი
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 18 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 476 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 1 961 185 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 111 007 ადამიანი.