აშშ-ში ბარში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა
აშშ-ში ბარში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

აშშ-ში ბარში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ეი-ბი-სი ნიუსი“ ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

შემთხვევა ნიუჯ ჯერსის შტატში, ქალაქ ტრენტონში მოხდა. დაშავებულებიდან სამი პირის მდგომარეობა მძიმეა.

ბარში დაპირისპირების მიზეზი ჯერ უცნობია. როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, სროლის შესახებ ცნობები განყოფილებაში ადგილობრივი დროით 12:25 საათზე შევიდა.

შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ კი მათ ხუთი მამაკაცი და ხუთი ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დახვდათ დაჭრილი. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.