აშშ-ში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარუმატებლად განხორციელდა. აშშ-ის გლობალური საჰაერო იერიშის სარდლობის ინფორმაციით, რაკეტა უსაფრთხოების მიზნით წყნარი ოკეანის თავზე ფრენის დროს განადგურდა. აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ფრენის დროს რაკეტაზე ანომალია გამოვლინდა.
გავრცელებული ცნობით, განადგურების დროს რაკეტა მარშალის კუნძულებთან სამიზნეს უკვე მიახლოებული იყო.
ანომალიის გამომწვევ მიზეზებს კომისია სწავლობს. გამოცდის მიზანი სისტემის მზადყოფნის, ეფექტურობისა და სიზუსტის შემოწმება იყო. რაკეტა ბირთვული ქობინით აღჭურვილი არ იყო.