აშშ-ში ამტკიცებენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარების ვალდებულება არ შეასრულა
აშშ-ში ამტკიცებენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარების ვალდებულება არ შეასრულა. ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა, ჯანდაცვის საერთაშორისო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, “კოვიდ-19„-მა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან დააზარალა მილიონობით ადამიანი და გლობალურ ეკონომიკას სერიოზული დანაკარგი მოუტანა. არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ, რომ დაავადების გავრცელებაზე კონტროლის დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იყო, რომელმაც ვერ მიიღო ინფორმაცია, რაც მთელ მსოფლიოს სჭირდებოდა. ამ შეცდომას უამრავი ადამიანის სიცოცხლის ფასი ჰქონდა“, – განაცხადა აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამისთვის პასუხი უნდა აგოს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მზადაა პანდემიის დროს ორგანიზაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები დამოუკიდებელმა კომისიამ შეისწავლოს.