აშშ-ში აცხადებენ, რომ უკრაინა კურსკის ოლქში პოზიციების შენარჩუნებას, სულ მცირე, რამდენიმე თვე შეძლებს
აშშ-ს შეფასებით, უკრაინა კურსკის ოლქში პოზიციების შენარჩუნებას, სულ მცირე, რამდენიმე თვე შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, აშშ-ს მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ რუსეთის კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნება რამდენიმე თვის განმავლობაში, თუ არა უფრო დიდხანს.
ანონიმურობის პირობით მოსაუბრე ოფიციალური პირების თქმით, უკრაინას ჯერჯერობით არ შეხვედრია სერიოზული პრობლემები კურსკის ოლქში ტვირთის მიწოდებისას, რადგან რუსეთის ჯარი მხოლოდ შეზღუდულ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და ძირითადად უკრაინის აღმოსავლეთში წინსვლაზე იყვნენ კონცენტრირებულნი.
აშშ-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საარტილერიო ჭურვების რამდენიმეთვიანი დეფიციტის შემდეგ, უკრაინული ჯარი ახლა უფრო სტაბილურად მარაგდება. მიწოდების სტაბილურობა ნაწილობრივ აიხსნება მოკავშირეების ძალისხმევით, მათ შორის ჩეხეთის ინიციატივით საბრძოლო მასალების მიწოდების შესახებ. ასევე აშშ-ისა და საფრანგეთის მცდელობით, გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარონ უკრაინის საარტილერიო პოტენციალი.
„ბლუმბერგის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინა ცდილობს გაარკვიოს, როგორ დაიცვას თავი ზამთარში, მაგრამ ასევე იწყებს მომავალი წლის გეგმების შემუშავებას, კერძოდ, დამატებითი ბრიგადების ფორმირებას.