აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთს სან ფრანცისკოში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე მიიწვევენ
აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთს სან ფრანცისკოში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე მიიწვევენ.
ამის შესახებ განცხადება სინგაპურში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეტ მიურეიმ გააკეთა.
ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა სან ფრანცისკოში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუმცა თქვა, რომ რუსეთის წარმომადგენლებს სამიტში მონაწილეობის საშუალება ექნებათ.
რუსეთი აზია-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის წევრია. სულ ფორუმს 21 წევრი ჰყავს.