აშშ-ში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ისრაელს და ლიბანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ცდილობენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ისრაელს და ცდილობენ ლიბანიდან ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ჟურნალისტმა ჰკითხა, ადასტურებდა თუ არა ინფორმაციას, რომ ისრაელი ირანის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნებზე თავდასხმისთვის ემზადება, რაზეც მილერმა უარი განაცხადა. მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს კონფლიქტის მოგვარება.
ლიბანიდან ამერიკელი მოქალაქეების გაყვანასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი აცხადებს, რომ მუშაობენ ამერიკულ ავიაკომპანიებთან, ასევე ახორციელებენ საკუთარ ფრენებს თურქეთის მიმართულებით.