აშშ-ში აცხადებენ, რომ ერაყში დისლოცირებულ სამხედროებზე თავდასხმა აღკვეთეს
აშშ-ში აცხადებენ, რომ ერაყში დისლოცირებულ სამხედროებზე თავდასხმა აღკვეთეს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ერაყში დისლოცირებულმა ამერიკელმა სამხედროებმა შეძლეს ორი დრონის ჩამოგდება, ვიდრე ისინი თავდასხმას განახორციელებდნენ. ინციდენტი დღეს დილით ალ ალასდის სამხედრო ბაზაზე მოხდა.
სააგენტოს წერს, რომ ეს არის პირველი მსგავსი თავდასხმა, რომელიც ერაყში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა.
„როიტერი“ წერს, რომ მის ჟურნალისტთან საუბარში ამერიკელმა სამხედროებმა უარი თქვეს თავდასხმის შესაძლო ორგანიზატორების დასახელებაზე.
ცნობისთვის, გასულ კვირას ერაყში მოქმედმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა, რომლებიც ირანთან კოორდინაციაში არიან, დაიმუქრნენ, თუ აშშ-ის ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტში ჩაერევა, მაშინ ერაყში მდებარე ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმები განხორციელდა.
„როიტერის“ ცნობით, ერაყში ამჟამად 2 500 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული, კიდევ 900 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება ერაყის მეზობელ სირიაში. მათი მიზანია, ადგილობრივ სამხედროებს მხარდაჭერა გაუწიონ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში.