აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს, სადაც ევროპაში მოკავშირეებისთვის რუსეთის შესაკავებლად 4,6 მილიარდია გათვალისწინებული
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს, რომელშიც ევროპაში მოკავშირეებისთვის რუსეთის შესაკავებლად 4,6 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.
აშშ-ის 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტის თანხა 700 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს 2017 წლის ბიუჯეტს თითქმის 80 მილიარდი დოლარით აღემატება. დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნა.
როგორც აშშ-ში უკრაინის საელჩომ განაცხადა, აშშ-ის მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტით უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება არის გათვალისწინებული.
კანონპროექტი აძლევ საშუალებას პენტაგონს, უკრაინას ლეტალური თავდაცვითი შეიარაღება და ტექნიკა მიაწოდოს, თანხის ნაწილი უკრაინელი სამხედროები მომზადებასა და მკურნალობაზე, ასევე უკრაინის საჰაერო და საზღვაო ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე დახარჯოს.