აშშ საზღვარგარეთ მცხოვრებ თავის მოქალაქეებს ტურისტულ ადგილებში მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მყოფ თავის მოქალაქეებს ურჩევს, პოტენციური თავდასხმების გაზრდილი მაჩვენებლის გამო, მოგზაურობისას სიფრთხილე გამოიჩინონ.
„მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაზრდილი დაძაბულობის, ტერორისტული თავდასხმების, დემონსტრაციების ან აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს აშშ-ის საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის მოქალაქეები ფხიზლად უნდა იყვნენ ტურისტულ ადგილებში, ასევე გაიარონ რეგისტრაცია მეტი ინფორმაციისა და შეტყობინებების მისაღებად.