აშშ საუდის არაბეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ კიდევ ერთ ბატარეას გაგზავნის
აშშ საუდის არაბეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ კიდევ ერთ ბატარეას გაგზავნის.
მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის „საუდი არამკოს“ ნავთობობიექტებზე 14 სექტემბერს, დრონით თავდასხმა განხორციელდა, ნავთობმოპოვება მნიშვნელოვნად შემცირდა. გარდა ამისა, ვაშინგტონი საუდის არაბეთში „სენტინელის“ ოთხ რადარსა და 200-მდე სამხედროს განათავსებს.
როგორც აშშ-ში განმარტავენ, დამატებითი ძალების მობილიზება რეგიონში უსაფრთხოებას გააძლიერებს.
აშშ-ში ასევე განიხილავენ „პეტრიოტის“ კიდევ ორი ბატარეისა და რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს „ტაადის“ განთავსებას.
გავრცელებული ცნობით, პენტაგონის შეფმა მარკ ექსპერმა ამ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა, თუმცა განთავსების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
14 სექტემბერს ნავთობობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, რომელთა წინააღმდეგაც არაბული კოალიცია იბრძვის. თუმცა, აშშ-იც საუდის არაბეთის თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს.