აშშ-ის სანქციების გამო, კომპანია Boeing-ი ირანისთვის თვითმფრინავების მიწოდებაზე უარს აცხადებს
აშშ-ის სანქციების გამო, ამერიკული კომპანია Boeing-ი ირანისთვის თვითმფრინავების მიწოდებაზე უარს აცხადებს.
სანქციების დაწესების შემდეგ, კომპანიამ ირანულ გადამზიდავებთან მსხვილი კონტრაქტები გაწყვიტა.
ირანულ კომპანია IranAir-ს Boeing-თან 16.6 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, რაც თეირანისთვის 80 თვითმფრინავის მიწოდებას ითვალისწინებდა.
სანქციები გავლენას იქონიებს ირანსა და Airbus-ს შორის გაფორმებულ 10-მილიარდიან კონტრაქტზეც, რადგან ევროპული კორპორაციის თვითმფრინავების ზოგიერთი ნაწილი აშშ-ში იწარმოება.