აშშ საკუთარ მოქალაქეებს საუდის არაბეთში ჩასვლისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
აშშ-ის მოქალაქეებს საუდის არაბეთში ჩასვლისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. გაფრთხილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
გაფრთხილებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის დიპლომატიური მისიის წევრებს და მათ ოჯახებს, ნებართვის გარეშე აბჰას აეროპორტით სარგებლობა ეკრძალებათ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ აეროპორტზე იემენელმა მეამბოხეებმა დრონების გამოყენებით იერიში არაერთხელ მიიტანეს.
საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებს რამდენიმე დღის წინ, ასევე დრონებით დაესხნენ თავს. აშშ თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს.