ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ბრიუსელში ჩავიდა და ამ წუთებში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება.
აშშ-ის სენატმა პომპეო 26 აპრილს დაამტკიცა. მინისტრების შეხვედრას დაესწრება. სახელმწიფო მდივანმა ბრიუსელში გამგზავრებაზე გადაწყვეტილება პოსტზე დამტკიცებისთანავე მიიღო.
მაიკ პომპეო დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, სადაც ორგანიზაციის ივლისის სამიტზე, ღია კარის პოლიტიკაზე, ავღანეთსა და რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იმსჯელონ. ბელგიიდან აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება.
ნატო-ს შტაბბინაში ახალი სახელმწიფო მდივნის დასახვედრად ემზადებიან. მაიკ პომპეოს ფოტო კედელზე უკვე ჩამოკიდეს.