აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფხენიანში იმყოფება. როგორც თავად პომპეო „ტვიტერში“ წერს, ვიზიტის მიზანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრის მომზადებაა.

სახელმწიფო მდივანი ჩრდილოეთ კორეაში იაპონიიდან ჩავიდა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს უკვე მისი მეორე ვიზიტია ფხენიანში .

მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეის მაღალი თანამდებობის პირებთან გამართავს მოლაპარაკებებს. სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ მაიკ პომპეო აშშ-ში ჩრდილოეთ კორეაში დაკავებულ სამ ამერიკელთან ერთად დაბრუნდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში 2000 წელს შედგა. მაშინ მადლენ ოლბრაიტი კიმ ჩენ ირს შეხვდა.