აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის ანტისარაკეტო კომპლექს „პატრიოტის“ მიყიდვას მხარი დაუჭირა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის ანტისარაკეტო კომპლექს „პატრიოტის“ მიყიდვას მხარი დაუჭირა. პენტაგონის ინფორმაციით, კონტრაქტის საერთო ღირებულება 3,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
შეთანხმების ფარგლებში თურქეთი ოთხ ანტისარაკეტო კომპლექს „პატრიოტს“ შეიძენს. ამასთან, კონტრაქტში გათვალისწინებულია კომპლექსის აღჭურვილობა.
როგორც ცნობილია, თურქეთს ანტისარაკეტო სისტემას პირველად 2019 წელს მიაწოდებენ.
პენტაგონში განმარტეს, რომ ანტისარაკეტო სისტემა თურქეთს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რეგიონული საფრთხის შესაკავებლად სურს.