აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ვაშინგტონი რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს წინააღმდეგობას გაუწევს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ვაშინგტონი რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს წინააღმდეგობას გაუწევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ი მოკავშირეებთან ერთად წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის ძირგამომთხრელ ქმედებებსa და დესტაბილიზაციას. ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მას შემდეგ განთავსდა, რაც ვაშინგტონში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ი მზად არის, პარტნიორებთან ერთად გასცეს პასუხი რუსეთისა და მისი სპეცსამსახურების უპასუხისმგებლო და ბოროტ ქმედებებს. ვაშინგტონში ამბობენ, რომ მოსკოვი კიბეროპერაციების მეშვეობით ცდილობს დემოკრატიული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრასა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას.

„ნათელია, რომ რუსეთის დაზვერვის აგენტები ჩვენი უახლოესი მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიაზე მკვლელობის ორგანიზებისთვის საბრძოლო ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებებს იყენებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გაამკაცრა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ე.წ. შავ სიაში 18 ფიზიკური პირი და 4 კომპანია დაამატეს. ერთ ნაწილს სანქციები აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის გამო, ხოლო მეორეს საერთაშორისო ორგანიზაციებზე კიბერთავდასმხების მოწყობისთვის დაუწესეს. ნუსხაში ასევე მოხვდნენ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირებიც.