აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თანამშრომლებს შესაძლო კიბერთავდასხმების შესახებ აფრთხილებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თანამშრომლებს შესაძლო კიბერთავდასხმების შესახებ აფრთხილებს.
საუბარია მკვეთრად მზარდ საეჭვო შეტყობინებებზე, რომელთა საშუალებითაც ჰაკერები, შესაძლოა, გასაიდუმლოებული ინფორმაციების მოპოვებას შეეცადონ. ამ ინფორმაციას გამოცემა Politico საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მარტში სახელმწიფო დეპარტამენტის ორი ათასამდე თანამშრომელმა ელექტრონული წერილები და სოციალურ ქსელებში შეტყობინებები მიიღო, რომლის საშუალებითაც გამომგზავნები ვირუსის მატარებელი პროგრამების ჩატვირთვასა და ინფორმაციის მოპოვებას შეეცადნენ.