აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ყველა მხარეს ახალი მთავრობის ფორმირებისას დიალოგისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ყველა მხარეს ახალი მთავრობის ფორმირებისას დიალოგისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სომხეთში ყველა მხარეს ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ დიალოგისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

აშშ-ი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე მოვლენებს. როგორც სომხეთის მეგობარი სახელმწიფო, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთის ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში, ასევე მიაღწიონ ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა სომეხის ინტერესს შეესაბამება. მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სარგსიანის კანცელარიის ძალისხმევას, რაც მხარეების დიალოგში ჩართვას ითვალისწინებს“, – ნათქვამია აშშ-ის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ მშვიდობიანი აქციების გამართვის უფლებას და იმედს გამოთქვამენ, რომ სამართალდამცავები ძალის გამოყენებას არ დაუშვებენ.

სომხეთში მარტის ბოლოდან საპროტესტო აქციები არ წყდება. შედეგად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა. დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, რომელიც პირველ მაისს უნდა შედგეს. ოპოზიციიდან კენჭს ფრაქცია „ელქის“ წევრი და საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი იყრის. მას მხარს სამი საპარლამენტო ფრაქცია უჭერს. ესენია „ელქი“, „წარუკიანის ბლოკი“ და „დაშნაკცუთიუნი“. საერთო ჯამში, სამივე ფრაქციას 47 დეპუტატი ჰყავს. სომხეთის მმართველი პარტია, რომელიც პარლამენტში 58 მანდატს ფლობს, აცხადებს, რომ პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურაა არ წარადგენს.