აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველო კონტრტერორიზმის საკითხებზე მსოფლიოსთან აქტიურად თანამშრომლობს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველო კონტრტერორიზმის საკითხებზე მსოფლიოსთან აქტიურად თანამშრომლობს

საქართველო კონტრტერორიზმის საკითხებზე მსოფლიოსთან აქტიურად თანამშრომლობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მიერ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადადგმულ ნაბიჯებს ასახავს.

„საქართველო კონტრტერორიზმის საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ და ორმხრივ დონეზე. საქართველო თანამშრომლობს NATO-სთან. ასევე არის “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრი, არის ევროპის საბჭოს ტერორიზმის შევიწროების კონვენციის მონაწილე და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერას და ფოკუსირებულია განათლების, სამოქალაქო აქტივობის, ინტეგრაციისა და სხვა საკითხებზე. ამ მხრივ დასახელებულია კულტურის სამინისტროს მიერ პანკისის ხეობასა და ახალციხეში მოწყობილი ღონისძიებები.