აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს სირიაში განხორციელებული ავიაიერიშის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილში ადანაშაულებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს სირიაში განხორციელებული ავიაიერიშის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილში ადანაშაულებს. ამის შესახებ შტატების საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ჰიზერ ნაუერტმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, იდლიბის პროვინციაში რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებულ საჰაერო შეტევას 44 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. მათგან 6 მცირეწლოვანი იყო.
„ჩვენ გვერდში ვუდგავართ სირიელ ხალხს. ისინი საკუთარი ხელისუფლების და იმ ქვეყნების მსხვერპლები არიან, ვინც ასადს ეხმარება. მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა“,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.