აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ირანი ნავთობის ტანკერების დამალვას ცდილობს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ირანი ნავთობის ტანკერების დამალავს ცდილობს. ირანის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის ბრაიან ჰუკის თქმით, რამდენიმე ირანულმა ხომალდმა, რომელიც ნავთობით იყო დატვირთული ტრანსპორტერები გათიშა, რის გამოც მათი გადაადგილების კონტროლი შეუძლებელი გახდა.
აშშ-ის ინფორმაციით, საუბარია სულ მცირე 9 გემზე. ჰუკის თქმით, მსგავსი ნაბიჯი ირანმა 2012 წელსაც გადადგა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ის მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ირანული ნავთობის შესყიდვებს აპირებენ, გადახედონ ამ გადაწყვეტილებას.
მანამდე Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ რამდენიმე ირანული ტანკერი სანავიგაციო სისტემისთვის მიუწვდომელი გახდა, რაც სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ ირანის ხელისუფლების განკარგულებით მოხდა, რათა ნავთობით ვაჭრობის რეალური მონაცემები ხელმისაწვდომი არ იყოს.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ვაშინგტონის თანხმობით ირანისგან ნავთობის შესყიდვა შეეძლება ჩინეთს, ტაივანს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ინდოეთს, საბერძნეთს, თურქეთსა და იტალიას.