აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-ი მიესალმება „თალიბანთან“ მოლაპარაკებებზე ავღანეთის მთავრობის ინიციატივას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ი მიესალმება „თალიბანთან“ მოლაპარაკებებზე ავღანეთის მთავრობის ინიციატივას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით, თალიბანს „ლეგიტიმური წუხილები“ გააჩნია.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ რადიკალურ მოძრაობას „წინაპირობების გარეშე“ მოლაპარაკებები გასულ კვირას შესთავაზა.
ავღანეთის პრეზიდენტის ხედვა შეიარაღებული ჯგუფის პოლიტიკურ პარტიად აღიარებას ითვალისწინებს. „თალიბანი“ 16 წელია ავღანეთის არმიასა და აშშ-ის კოალიციას ებრძვის.
BBC-ის ინფორმაციით, რადიკალური დაჯგუფება ავღანეთის ტერიტორიის 4%-ს პირდაპირ აკონტროლებს, 70%-ზე კი ღიად მოქმედებს.