აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.
ამის შესახებ ნათქვამია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. კერძოდ, სანქციები დაწესდა „ისლამური სახელმწიფოს“ ბანგლადეშის, ეგვიპტის, ფილიპინების, სომალისა და დასავლეთ აფრიკის დაჯგუფებების წინააღმდეგ.
ამას გარდა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გააფართოვა ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული „შავი სია“ – მასში ნიგერიისა და სომალის ორი მოქალაქე შეიყვანეს.
როგორც მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, ტერორისტული დაჯგუფება
„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების დასრულება არ ნიშნავს, რომ დაჯგუფება საბოლოოდ დამარცხებულია.