აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის ცერემონიას ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი დაესწრებიან
აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის ცერემონიალზე დასასწრებად, ისრაელში აშშ-დან ოფიციალური დელეგაცია უკვე ჩავიდა. დელეგაციის წევრებს შორის არის აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ასევე დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი.
აშშ-ის დელეგაციას აეროპორტში აშშ-ის ელჩი დევიდ ფრიდმანი დახვდა.
აშშ-ის საელჩო იერუსალიმში 14 მაისს გაიხსნება. დონალდ ტრამპის მიერ შარშან დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს და საელჩო თელავივიდან იერუსალიმში გადაიტანოს, პალესტინის ავტონომიის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. ხვალ, ღაზის სექტორსა და რამალაში მასობრივი საპროტეტსო აქციებია დაგეგმილი.
ისრაელის პრემიერ- მინისტრმა აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანას „ისტორიული“ მოვლენა უწოდა.