აშშ-სა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს სავარაუდოდ, რამდენიმე საათში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემთხვევაში, შეძლებენ განიხილონ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების გარშემო არსებული ვითარება.
ამერიკის შეერთებულ შტატებისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს სავარაუდოდ რამდენიმე საათში, იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში უნდა შეხვდნენ.
„მე უკვე აღვნიშნე, რომ აშშ თავის დროზე ცალმხრივად გავიდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეთანხმებიდან. ახლა ცალმხრივად ფაქტიურად გავიდა მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების შეთანხმებიდან. თუმცა, ამჯერად მათ გადაწყვიტეს არა მარტივად გასვლა, არამედ მიზეზის რუსეთის სახით მოძებნა. ვფიქრობ, რომ რუსეთს აქ საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის, რადგან ეს თეატრი, ევროპის სამხედრო თეატრი, სათუოა წარმოადგენდეს აშშ-სთვის რაიმე დიდ ინტერესს, მიუხედავად ნატო-ს გაფართოებისა და მიუხედავად ჩვენ საზღვრებთან ნატო-ს კონტიგენტის გაფართოებისა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან” ინტერვიუში.