აშშ-ისა და ერაყის მიერ ერთობლივად ჩატარებული რეიდის შედეგად დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი ლიდერი მოკლეს
ერაყის დასავლეთ ნაწილში აშშ-ისა და ერაყის მიერ ერთობლივად ჩატარებული რეიდის შედეგად დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი ლიდერი მოკლეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაცია 29 აგვისტოს ჩატარდა, რომლის დროსაც სულ 14 მებრძოლი მოკლეს. ასევე დაშავებულია შვიდი სამხედრო.
როგორც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში დაადასტურეს, „ისლამური სახელმწიფოს“ მოკლულ ლიდერებს შორის არის აჰმად ჰამიდ ჰუსეინ აბდ-ალ-ჯალილ ალ-ითჰავი, რომელიც ერაყში დაჯგუფების ყველა ოპერაციაზე იყო პასუხისმგებელი.