აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ
აშშ-ის საელჩომ მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ განცხადება გაავრცელა.
მოსკოვში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა აშშ-ის ყველა მოქალაქეს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი და თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს.
„საელჩო აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტები გეგმავენ თავდასხმებს მოსკოვში დიდ შეკრებებზე, განსაკუთრებით, კონცერტებზე და ურჩევს აშშ-ის მოქალაქეებს, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მსგავსი განცხადება გაავრცელა დიდი ბრიტანეთის საელჩომაც.