აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის შვედეთში დაწყებული მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შვედეთში დაწყებული მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა.
ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა, კიმ მიონ გილემ განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროცესმა ფხენიანის იმედები ვერ გაამართლა, რადგან ამერიკის წარმომადგენლებს ახალი არაფერი უთქვამთ.
ჯერ უცნობია, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკების პროცესი. ასევე უცნობია, გაიმართება თუ არა, აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტების მორიგი, მეოთხე შეხვედრა.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ფხენიანმა კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.