აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები ბირთვულ განიარაღებამდე შენარჩუნდება
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები ბირთვულ განიარაღებამდე შენარჩუნდება.
დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩრდილო კორეის წუხილი გაითვალისწინოს.
ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს ჩინეთისა და ჩრდილო კორეის ლიდერების შეხვედრის დეტალებზე, რომელიც ჩინეთის საპორტო ქალაქ დალიანში გაიმართა.