აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო ავიაციამ იემენის დედაქალაქი სანაა დაბომბა
აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედრო ავიაციამ იემენის დედაქალაქი სანაა დაბომბა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოთხი ავიაიერიში განხორციელდა სანაას რეგიონის სანჰანის რაიონში და ერთი დარტყმა დედაქალაქის ალ-ჰაფას რაიონში. ასევე დაიბომბა ამრანის რეგიონი.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მოწინავე იარაღის შესანახი ობიექტების წინააღმდეგ განხორცილდა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეიარაღებას შიიტი „ჰუსიტები“ იყენებდნენ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სამხედრო და სამოქალაქო გემებზე თავდასხმისთვის.