აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობა 1.7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. კანონპროექტს მხარი კონგრესმენებმა 225 ხმით, 201-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

აღნიშნული ბიუჯეტი მოიცავს 45 მილიარდ დოლარიან პაკეტს, რომელიც უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოიყოს. მათ შორის, 13 მილიარდი დოლარი ეკონომიკური დახმარებისთვის, 23 მილიარდი კი სამხედრო დახმარების მიზნით გამოიყოფა.

დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შუაღამემდე უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც შევა ძალაში.

კანონპროექტს კენჭი წარმომადგენელთა პალატამდე სენატში უყარეს.