ამერიკის შეერთებულ შტატებში, უაიომინგის შტატში „კოვიდ-19“-ით პირველი პაციენტი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის უკვე ყველა შტატში ფიქსირდება „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსის 582 468 შემთხვევა არის დადასტურებული, დაღუპულია 23 ათასი ადამიანი.