აშშ-ის შვიდ შტატში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
აშშ-ის შვიდ შტატში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, არიზონას, არკანზასის, კალიფორნიის, ჩრდილოეთ კაროლინას, სამხრეთ კაროლინას, ტენესისა და ტეხასის შტატებში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.
კალიფორნიისა და ტეხასის შტატებში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 5 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ-ში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 2,3 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 119 000 ლეტალური.