აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს ციკლონმა გადაუარა, სტიქიამ ვაშინგტონის შტატში ორი ადამიანი იმსხვერპლა
აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს ციკლონმა გადაუარა. სტიქიამ ვაშინგტონის შტატში ორი ქალი იმსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ორი პირი.
მეტეოროლოგების ცნობით, ქარის სიჩქარე საათში 145 კმ-ს აღწევდა. ვაშინგტონის, ორეგონისა და კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ნახევარ მილიონამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ძლიერ ქარს თან უხვი ნალექი მოჰყვა. სტიქიის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა ვაშინგტონის შტატში.