აშშ-ს ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ათასობით საბრძოლო ტექნიკა გადაჰყავს
ამერიკის შეერთებულ შტატებს გერმანიის გავლით ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ათასობით საბრძოლო ტექნიკა გადაჰყავს. ამის შესახებ ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ხელმძღვანელმა, კაი რორშნაიდერმა განაცხადა.
ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. საბრძოლო ტექნიკის გადაყვანა ოპერაცია „ატლანტიკური გადაწყვეტილების“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიის ქვეყნებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კონტინგენტის გაზრდას ითვალისწინებს.
Deutche Welle-ის ცნობით, გერმანიის დასავლეთი ნაწილიდან პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მიმართულებით, ამერიკული სამხედრო ტექნიკის ორი დიდი კოლონა მიემართება. მათგან 2 000 ბალტიის ქვეყნებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წვრთნებისთვის არის განკუთვნილი.