აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული 35 მილიონი დოლარი ჯერ არ გადაურიცხავს
ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ დრომდე არ გადაურიცხავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული 35 მილიონი დოლარი.
როგორც ამერიკული გამოცემა „ლოს ანჯელეს თაიმსი“ წერს, აღნიშნული თანხა ამ დრომდე ამერიკულ მხარეს აქვს.
სამხედრო დახმარება გათვალისწინებულია კავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და იარაღის, კერძოდ ყუმბარმტყორცნების, შეძენისთვის.
მედიასაშუალებასთან საუბრისას, პენტაგონის წარმომადგენელმა კარლა გლისონმა თანხის გადარიცხვის გაჭიანურების მიზეზი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ფულს უკრაინას მომდევნო რამდენიმე კვირაში გადაურიცხავენ. აღნიშნული საკითხით დაინტერესდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტი.
გარდა ამისა, რამდენიმე დემოკრატმა სენატორმა მიმართა თავდაცვის მდივან მარკ ესპერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების რაც შეიძლება მალე მიწოდების თხოვნით.
აშშ-ის კონგრესმა უკრაინისთვის 391 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას 2018 წლის შემოდგომაზე დაუჭირა მხარი
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის ოპონენტების მტკიცებით, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის იძულებას ცდილობდა, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კიევს ფინანსური დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა. უკრაინის ხელისუფლებაზე შესაძლო ზემოქმედების გამო, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კონგრესში იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.