აშშ-ის პრეზიდენტმა ვენესუელისთვის სანქციების დაწესების განკარგულებას ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა ვენესუელისთვის სანქციების დაწესების განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა. შეზღუდვები ვენესუელის ოქროს შესყიდვებს შეეხება.
ვენესუელამ 2012 წელს ევროპის ტერიტორიაზე არსებული ოქროს რეზერვებიდან დაახლოებით 160 ტონა ქვეყანაში დააბრუნა. მარაგის 15 % კი, რაც დაახლოებით 50 ტონას შეადგენს, ფინანსური ოპერაციების უზრუნველსაყოფად “მეგობარ” ქვეყნებში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და რუსეთში დატოვა.
ვენესუელის კუთვნილი ოქროს დამუშავება შვეიცარიაში ხორციელდებოდა, თუმცა ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების გამო, ოქრო თურქეთში გადამისამართდა.