აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან სატელეფონო მოლაპარაკებები გამართოს. თუმცა, როგორც ტრამპი აღნიშნავს ასეთი დიალოგი წინაპირობების გარეშე ვერ შედგება.
„მე ყოველთვის მჯეროდა დიალოგის მნიშვნელობის. ჩემთვის ეს არასდროს წარმოადგენდა პრობლემას“, – განაცხადა ტრამპმა კემპ დევიდის რეზიდენციაში გამოსვლისას.
აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმა 9 იანვარს ორი კორეის საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში დაგეგმილ მოლაპარაკებებს, თუმცა იქვე იმედი გამოთქვა, რომ ამ დიალოგის დროს არა მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და ჩრდილოკორეელი სპორტსმენების მათში მონაწილეობაზე, არამედ ბირთვული პროგრამის შესახებაც იმსჯელებენ.
„ჩემი სურვილია, რომ განხილვის საგანი მხოლოდ ოლიმპიადა არ ყოფილიყო. საჭირო დროს ჩვენ პროცესში ჩავერთვებით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.