ამერიკის შეერთებული შტატები პალესტინელი ლტოლვილების დახმარებას შეამცირებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პალესტინელი ლტოლვილებისთვის განკუთვნილი გაერო-ს დახმარების სააგენტოს დაფინანსება 125 მილიონი დოლარიდან, 60 მილიონამდე შემცირდება.
ფინანსური დახმარება იყინება, თუმცა მისი სრული გაუქმება ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის. ვაშინგტონში ამბობენ, რომ სასურველი იქნება თუ ის მთავრობები, რომლებიც აშშ-ის იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით აკრიტიკებენ, გაერო-ს დახმარების სააგენტოსთან მიმართებაში უფრო მეტს გააკეთებენ.
გაერო-ს დახმარების სააგენტოს ორგანიზაციის წევრები ნებაყოფლობით აფინანსებენ. აშშ ფინანსური დახმარების პირველი დონორია. 2016 წელს ვაშინგტონმა სააგენტოს 368 მილიონი დოლარი გადაურიცხა.