აშშ-ი პალესტინას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება. ამის მიზეზი იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით არსებული დავაა.
როგორც აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, პალესტინას აღარ სურს სამშვიდობო მოლპარაკებები, რის გამოც ვაშინგტონი პალესტინის დახმარების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დეკემბერში აღიარა, რასაც პალესტინის ავტონომიის ლიდერ მაჰმუდ აბასის მწვავე რექცია მოჰყვა.
აბასის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ აშშ-ი ვეღარ იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებების მედიატორი. აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება დაგმეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრმა 128 სახელმწიფოს წარმომადგენელმა. მიუხედავად ამისა, აშშ-ი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
როგორც გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, დღეს, 3 იანვარს აშშ-ის სპეციალურ მიღებას გამართავს იმ ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.