აშშ-ის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი სენატმა ვერ დაამტკიცა
აშშ-ის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი სენატმა ვერ დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ერთთვიანი ე.წ. დროებითი ბიუჯეტი დამტკიცდა.

მთავრობის დაფინანსების კანონპროექტის საბოლოო განხილვა თებერვლის შუა რიცხვებში განახლდება.

მიზეზი დემოკრატ და რესპუბლიკელ სენატორებს შორის რიგ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვაობაა. კანონპროექტი წარმატებით დამტკიცდა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც „დროებით ბიუჯეტს“ მხარი 230-მა დაუჭირა, ხოლო 197 წინააღმდეგი იყო. თუმცა პროექტმა სენატში საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ მთავრობის დაფინანსების კანონპროექტის დამტკიცებას დემოკრატები აფერხებენ.