აშშ-ის მისია ეუთო-ში - რუსეთს კვლავ მოვუწოდებთ, თავისი ჯარი ომამდელ პოზიციებზე გაიყვანოს
საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მისია სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.
მისიის გვერდზე აღნიშნულია, რომ მომდევნო კვირას სრულდება ათი წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს საერთაშორისო საზღვარი გადალახეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საზღვრის შეცვლას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარი ომამდე არსებულ პოზიციებზე, რაზეც 2008 წელს შეთანხმება მოხდა“ – წერია აშშ-ის მისიის განცხადებაში.