აშშ მიიჩნევს, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე კონფლიქტი დიპლომატიურად უნდა გადაიჭრას
ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე კონფლიქტი დიპლომატიურად უნდა გადაიჭრას. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ისაუბრა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია განაგრძობს მუშობას, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგეს.
„ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის არსებული კონფლიქტი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ამიტომ ყველას ინტერესშია მისი სწრაფად და დიპლომატიური გზით გადაწყვეტა. სწორედ ამიტომაა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების შესახებ გარიგება ასეთი მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ამის მისაღწევად. ჩვენ გვჯერა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.