აშშ-ი მიგრაციის შესახებ გლობალური შეთანხმებიდან გავიდა. როგორც ვაშინგტონში განმარტავენ, ხელშეკრულების ზოგიერთი დებულება, აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
როგორც აშშ-ში მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში ნიკი ჰეილიმ განაცხადა, ვაშინგტონი მიგრაციის პოლიტიკას დამოუკიდებლად განსაზღვრავს.
მისივე თქმით, ვაშინგტონი თავად გადაწყვეტს, როგორ უნდა გაკონტროლდეს საზღვარი და ვის აქვს აშშ-ის ტერაიტორიაზე შესვლის უფლება. ამასთან, ჰეილიმ პირობა დადო, რომ აშშ-ი მიგრანტებისა და ლტოლვილების დახმარებას გააგრძელებს.
მიგრაციის შესახებ გლობალურ შეთანმებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერი ქვეყნები ადგილობირვ კანონმდებლობის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოიყვანენ. ასევე დაიწყება საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვა და ლოტოლვილთა მიმართ ქსენოფობიასა თუ რასიზმთან ბრძოლა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებას აშშ-ი მაშინ შეუერთდა, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობას ბარაკ ობამა იკავებდა.