აშშ-ის მიერ ირანული ნავთობის ბლოკირების შემთხვევაში, ირანის გუშაგთა კორპუსი რეგიონული ნავთობის ექსპორტს შეაფერხებს
აშშ-ის მიერ ირანული ნავთობის ბლოკირების შემთხვევაში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი რეგიონული ნავთობის ექსპორტს შეაფერხებს. რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უცხოური ოპერაციების მეთაურის, გენერალ-მაიორ ქასემ სოლეიმანის განცხადებით, სამხედროები მზად არიან პრაქტიკული მოქმედებისთვის, თუ ირანის პრეზიდენტი მსგავსი პოლიტიკის გასატარებლად მზადაა.
ირანის პრეზიდენტმა 3 ივლისს განაცხადა, რომ თუ აშშ ირანის ნავთობს პრობლემებს შეუქმნის, თეირანი მეზობელი ქვეყნებიდან ნავთობის ტანკერების გადაადგილებას შეზღუდავს. ჰასან როჰანის კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაზე არ უსაუბრია, თუმცა აშშ-ისთან უთანხმოების დროს ირანელ მაღალჩინოსნებს ორმუზის სრუტის ჩაკეტვის საფრთხეზე არაერთხელ განუცხადებიათ.