აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაცია დაასრულა
აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციური არმია ბაღდადში სახმელეთო ჯარების სარდლობის ცენტრებს ხურავს.
საერთაშრისო კოალიცია „დაეშის” წინააღმდეგ ერაყის სამთავრობო არმიასთან ერთად იბრძოდა.
ერაყული მედიის ინფორმაციით, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, რადიკალი ისლამისტების კონტროლისგან 4.,5 მილიონი ადამიანი გათავისუფლდა.
კოალიციურმა ჯარებმა საერთო ჯამში ერაყის არმიის 136 000 ჯარისკაცი გაწვრთნეს და აღჭურვეს.