აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ ალეპოს პროვინციაში ახალი სამხედრო ობიექტი ააშენა
აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ ალეპოს პროვინციაში ახალი სამხედრო ობიექტი ააშენა.
Al Masdar News-ის ინფორმაციით, სამხედრო ბაზა ქალაქ მანბიჯის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიას აშშ-ისგან მხარდაჭერილი ქურთული „სირიის დემოკრატიული ძალები“ აკონტროლებს.
გამოცემა წერს, რომ მანბიჯის მახლობლად აშშ-ის სამხედრო კომპონენტი ბოლო დღეების განმავლობაში გაძლიერდა, რადგან ბაზაზე დამატებით 200 სამხედრო ჯავშანტექნიკით ჩავიდა.